სწრაფი ნავიგაცია

13 ნოემბერი
2017
განაცხადი საბანკო მომსახურების საერთო პირობებში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ

სს საქართველოს ბანკი გაცნობებთ, რომ 2017 წლის 25 დეკემბრიდან, ყველა იურიდიულ პირისთვის, ინდ. საწარმოსთვის, ნოტარიუსისათვის და სხვა ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნისთვის, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირს1 და რომელთაც სს საქართველოს ბანკში პირველი ანგარიში გახსნილი აქვთ 2015 წლის 25 თებერვლამდე, იცვლება საბანკო მომსახურების პირობები, რომელიც ჩამოყალიბდება საბანკო მომსახურების საერთო პირობებით, რომელიც განთავსებულია სს საქართველოს ბანკის ვებ გვერდზე www.bankofgeorgia.ge.

დამატებით გაცნობებთ რომ ცვლილებები არ შეეხება ზემოთ მოცემულ სუბიექტებთან შეთანხმებული საკომისიოების (ტარიფების) ოდენობებს.

გთხოვთ  მხედველობაში მიიღოთ, რომ დამატებითი ინფორმაციის ან შესაბამისი განმარტებებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სს საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს. თუ არ ეთანხმებით წინამდებარე განაცხადით მოცემულ პირობებს, უფლებამოსილი ხართ არაუგვიანეს 2017 წლის 25 დეკემბრამდე შეწყვიტოთ შესაბამისი საბანკო მომსახურება, იმ პირობით, რომ არ გაგაჩნიათ რაიმე სახის შეუსრულებელი ან/და შესასრულებელი ვალდებულება სს საქართველოს ბანკის მიმართ.

1გარდა სს საქართველოს ბანკის კორპორატიული საბანკო მომსახურების და აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის დეპარტამენტების მართვაში არსებული კლიენტებისა.

ბანკში პირველად