სწრაფი ნავიგაცია

19 აპრილი
2018
TOURIST CARD - გადაიხადე ყველგან

საქართველოს ბანკი მხარს უჭერს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და სწორედ ამიტომ ტურისტებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის მიზნით VISA-ს ტიპის ახალი ბარათი − Tourist Card-იშექმნა.

Tourist Card-ი, რომელიც ტურისტებისთვის ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის მარტივი, მიმზიდველი და მოსახერხებელი შესაძლებლობაა, მრავალ უპირატესობას აერთიანებს:

· ბარათის მფლობელი სარგებლობს 10%-დან 30%-მდე ფასდაკლებებით სხვადასხვა სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში;
· მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და
· უფასოდ იყენებს მობილური ოპერატორის − მაგთის − SIM ბარათსა და 1 000 მბ უსწრაფეს 4.5 G ინტერნეტს.

სპეციალურად საქართველოს სტუმრებისათვის შექმნილი შეთავაზებები, ფასდაკლებები, საინტერესო სტატიები, ბარათის გაყიდვების წერტილები და სხვა დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე: www.touristcard.ge

ბანკში პირველად