სწრაფი ნავიგაცია

15 ოქტომბერი
2018
საქართველოს ბანკის პარტნიორი ბანკების უკონტაქტო ბარათებით მგზავრობის საფასურის გადახდა

გაცნობებთ, რომ 2018 წლის 15 ოქტომბრიდან საქართველოს ბანკის პარტნიორი ქართული ბანკების მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ გადაიხადონ მგზავრობის საფასური ქ. თბილისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში (M3 კატეგორიის ავტობუსი, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) და საბაგირო გზა - „რიყე-ნარიყალა“ და „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“) უკონტაქტო VISA/MASTERCARD ბარათების მეშვეობით, საქართველოს ბანკის მიერ დაწესებული გადახდის ოპერაციის საფასურის გარეშე.

თუ თქვენ ვერ გადაიხდით საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს უკონტაქტო VISA/MASTERCARD ბარათის მეშვეობით ან თითოეული გადახდისას, დამატებით მოგიწევთ საქართველოს ბანკის მიერ დაწესებული გადახდის ოპერაციის საფასურის გადახდა (0.50 ლარის ოდენობით), გთხოვთ, მიმართოთ თქვენს მომსახურე ბანკს.

მადლობა, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით.

ბანკში პირველად