სწრაფი ნავიგაცია

28 დეკემბერი
2018
ინფორმაცია ახალი წლის დღეებში „საქართველოს ბანკის“ ელექტრონული არხებისა და სერვისცენტრების მუშაობის შესახებ

ძვირფასო მომხმარებლებო, გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს და გაცნობებთ, რომ საახალწლო დღეებში შეუზღუდავად იმუშავებს საქართველოს ბანკის ელექტრონული არხები: ინტერნეტბანკი, მობილბანკი, საქართველოს ბანკის გადახდის აპარატები, Digipass და TSKAPP აპლიკაციები, ბანკომატები და სატელეფონო ცენტრი. 

მომხმარებლებს, ვისაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 1 ან 2 იანვარი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლიათ 31 დეკემბრის ჩათვლით.

1-ლ, 2 და 7 იანვარს საქართველოს ბანკის სერვისცენტრები არ იმუშავებს.

31 დეკემბერს სადღეღამისო და ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები იმუშავებენ 18:00 საათამდე. ხოლო 19:00 საათამდე მოგემსახურებათ:
სერვისცენტრი #215 - თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ. "თბილისი მოლი"
სერვისცენტრი #314 - თბილისი, ხიზაბაურის ქ.1 (სითი მოლი)
სერვისცენტრი #79 - თბილისი, მეტრო "თავისუფლების მოედანი"
სერვისცენტრი #315 - თბილისი, ვალჭრელიძის ქ. 2 (სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი")

სამუშაო პროცესი განახლდება 3 იანვრიდან.

მადლობა, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით.

ბანკში პირველად